გამონაბოლქვის გამო, მხოლოდ ნოემბერში 794 პირი დაჯარიმდა
2025 წლის ნოემბერში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 794 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 556 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 111 – ბათუმში, 86 – ქუთაისში, 41 კი რუსთავში.
„794 ფაქტიდან 706 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 88 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 401 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 359 – მიკროავტობუსების, 26 სატვირთო ავტომობილების, 1 ავტობუსის, 1 კი ექსკავატორის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 11 თვეში ჯამში 5 291 სამართალდარღვევაა გამოვლენილი.

