ახალი ამბები

ვადა დღეს იწურება – ვინ უნდა გადაიხადოს და ვის არ ეხება ქონების გადასახადი

ქონების გადასახადის გადამხდელთათვის დღეს გადახდის ბოლო დღეა.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორივე ეს თარიღი დაემთხვა შაბათს, ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეზე, შესაბამისად, უშუალოდ გადასახადის გადახდას მოქალაქეები წელს, დღევანდელი დღის ანუ 17 ნოემბრის ჩათვლით მოახერხებენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ თუ პირს აქვს მიწის ნაკვეთი (გარდა იმ შემთხვევისა, რაზეც საშეღავათო პირობები ვრცელდება), და მისი ან/და ოჯახის შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, ქონების გადასახადის გადახდა მაინც მოუწევს.

რაც შეეხება ნებისმიერი სხვა ტიპის ქონებას (ბინა, მანქანა და ა.შ.), თუ პირის ან მისი ოჯახის წვერების წლიური შემოსავალი იყო 40 000 ლარზე მეტი, მხოლოდ ამ შემთხვევაში იხდის ქონების გადასახადს მსგავს ნივთებზე.