ახალი ამბები

ყველისა და პურის ზეიმის დღე სოფელ ალავერდში

18 ოქტომბერს, 12 საათიდან 16 საათამდე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, „ლურჯი ალავერდის“ ტერიტორიაზე, „ყველისა და პურის ზეიმის დღე” ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორია ,,ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“ .

,,ყველისა და პურის ზეიმი მიზნად ისახავს, ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პოპულარიზაციას, ასევე ფერმერების და მწარმოებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
ღონისძიებაზე მოწვეული ფერმერები სიამოვნებით აჩვენებენ ყველისა და პურის მოსამზადებლად გამოყენებულ უძველეს მეთოდებს და სტუმრებს მოუყვებიან სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებზე.
მასპინძელ თუშ და პანკისელ ფერმერებთან ერთად გიმასპინძლებენ “სტუმარი ფერმერები” საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან. ღონისძიების დევიზია “ახალი, უვნებელი, ნატურალური”
გთხოვთ შემოგვიერთდეთ, დააგემოვნოთ და შეიძინოთ ქართველი ფერმერების პროდუქცია პირველი ხელიდან! მოდით ერთად შევქმნათ მხიარული აურზაური და სამახსოვრო დღედ ვაქციოთ “ყველისა და პურის ზეიმის” დღე.
თბილისიდან უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება ალავერდამდე და უკან, დილის 9:30 საათამდე ავტობუსი დაგელოდებათ რუსთაველის მეტროსთან “ველოსიპედთან” და უკან ალავერდიდან გამოვა 16:00 საათზე, ჩამოსვლის სავარუდო დრო არა უგვიანეს 19:00 საათი
ღონისძიება სრულად დააფინანსა მასპინძელმა ორგანიზაციამ “ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება”, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ფერმერების გვერდში დგომას და სოფლის გაძლიერებაზე ზრუნვა”ს.