ლაგოდეხში “ჰერეთობა 2025” ჩატარდება
12 ოქტომბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ტყე – პარკის ტერიტორიაზე “ჰერეთობა 2025” გაიმართება.
რა არის დაგეგმილი:
ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა, თეატრალური პერფორმანსი – ყურძნის დაწურვა საწნახელში, ქართული ტრადიციული ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასი/დეგუსტაცია, ქართული ტრადიციული შოთის გამოცხობის მასტერკლასი და სხვა.
ღონისძიებები 13:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიების პროგრამა:
13:00 სთ – 14:00 სთ
პარასპორტული თამაში, „ბოჩა“;
14:00 სთ – 14:15 სთ
ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა;
14:15 სთ – 14:30 სთ
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობები;
14:30 სთ – 14:45 სთ
თეატრალური პერფორმანსი – ყურძნის დაწურვა საწნახელში;
14:45 სთ
ქართული ტრადიციული ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასი/დეგუსტაცია;
15:00 სთ
ქართული ტრადიციული შოთის გამოცხობის მასტერკლასი;
15:00 სთ – 16:00 სთ
მრავალფეროვნების კუთხე – ,,პატარა საქართველოს’’ დათვალიერება, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა. სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს დეგუსტაცია;
16:00 სთ – 16:30 სთ
ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი საფირმო სამზარეულოს დაგემოვნება;
16:30 სთ – 17:00 სთ
ადგილობრივი ღვინის მეწარმეების მიერ წარმოდგენილი ქართული ღვინოების დაგემოვნება;
17:00 სთ
ლაგოდეხის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება;
17:45 სთ – 18:00 სთ
მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების – მერიის სტიპენდიანტების დაჯილდოება;
18:00 სთ
ქართული ქორეოგრაფია და ფოლკლორი;
19:00 სთ
საღამოს დაასრულებს გალა კონცერტი – ჯგუფი “ალილოს” და “მეოთხე დასის” მონაწილეობით.

