ქართველი მეღვინე ნიუ-იორკში პირველი ქვევრის ჩატანას გეგმავს
ნიუ-იორკში ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით ღვინის დამზადების გამოცდილებას “ისტ-ვილიჯ ვაინერი კლაბის” წევრებს ქართველი მეღვინე, ერეკლე ხაზიური უზიარებს, რომელსაც ნიუ-იორკში ქვევრის ღვინის დამზადება აქვს გადაწყვეტილი. ეს მისი ოჯახური ბიზნესია საქართველოში. მეღვინეს შესახებ „ამერიკის ხმა“ დაინტერესდა. თავად ერეკლეს შესახებ ცოტა ხნის წინ ” ნიუ -იორკ თაიმსი” წერდა. როგორ მოხვდა ამ გავლენიანი გაზეთის ფურცლებზე ერეკლეს ქართული ღვინის კლუბი და რა გეგმები აქვს ქართველ მეღვინეს.
Read More