ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დედოფლისწყაროში ორი ადამიანი გარდაიცვალა
ინტერნეტ გაზეთ “ქიზიყის” ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცი და 40 წლის ქალი აბაზანაში დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან გამოყოფილი ცე-ო 2-ის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ.
ადგილობრივებმა ცხედრები სოფელში გუშინ დილით აღმოაჩინეს. მათი ინფორმაციით, მამაკაცი სამრეკლოს მკვიდრია, ხოლო მრავალშვილიანი დედა სოფელ ხორნაბუჯში ცხოვრობდა.
დედოფლისწყაროს რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილს თქმით, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ორივე ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, რის გამოც მათი სტაციონარში გადაყვანა აღარ მომხდარა. ცხედრები გურჯაანში გადაასვენეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიებას 115-ე მუხლით დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს.