ახალი ამბები

ირმა ინაშვილმა დაანონსებული აქციები დაიწყო

აქციის მონაწილეთა თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა საარჩევნო გარემოს შეცვლა, ასევე თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენება, რადგანაც “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების თქმით, ისინი უშუალოდ უწევდნენ ორგანიზებას საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას. 

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, მათ ორი მოთხოვნა აქვთ: დაისაჯონ საგარეჯოში არჩევნების გამყალბებლები, ასევე ხელისუფლებამ დაიწყოს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე დაუყოვნებლივ მუშაობა.

,,იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებზე მთავრობამ მუშაობა დაუყოვნებლივ არ დაიწყო, მოშიმშილეების საპროტესტო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

 „პატრიოტთა ალიანსი“ თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის თანამდებობებიდან გადაყენების გარდა მაჟორიტარული არჩევნებისა და სპეცუბნების გაუქმებასაც ითხოვს.