ახალი ამბები

12 ნოემბრამდე კახეთში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახური წარმომადგენლების ინფორმაციით, კახეთის რეგიონში მცირე წვიმა და ნისლი შენარჩუნდება, ტემპერატურა კი 12-14 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსები თვის ბოლოს, დღისთ, ჰაერის ტემპერატურის, +6 გრადუსამდე დაცემას ვარაუდობენ, ხოლო ღამით კი – 0 გრადუსამდე. დღეს კი თელავის მუნიციპალიტეტში +8 გრადუსი სითბო ფიქსირდება, ხოლო ღამით +2 გრადუსი შენარჩუნდება.