“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა შიმშლობა დაიწყეს
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის,ირმა ინაშვილის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ დროისთვის 5 ადამიანი შიმშილობს. მისივე თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მოშიმშილეთა რიცხვი გაიზრდება.
“ამ ეტაპზე ვშიმშილობთ 5 ადამიანი, კერძოდ, ჩვენი პარტიის ლიდერები – ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, გიორგი ლომია და მე. ასევე შემოგვიერთდა ჩვენი პარტიის მხარდამჭერი ლევან თედიაშვილი”, – განაცხადა ინაშვილმა.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, მათ ი მოთხოვნებია დაისაჯონ საგარეჯოში არჩევნების გამყალბებლები, ასევე ხელისუფლებამ დაიწყოს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე დაუყოვნებლივ მუშაობა.
,,იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებზე მთავრობამ მუშაობა დაუყოვნებლივ არ დაიწყო, მოშიმშილეების საპროტესტო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.
„პატრიოტთა ალიანსი“ ასევე მაჟორიტარული არჩევნებისა და სპეცუბნების გაუქმებასაც ითხოვს.