ახალი ამბები

ახალი ამბები

ე.წ. ”იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში ფინანსთა სამინისტრომ ბანკებს 88 მილიონი ლარი ასესხა

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში მილიარდ 188,8 მილიონი ლარია მობილიზებული, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 233 მილიონი ლარით მეტია.

ნოდარ ხადურმა ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრებს ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

Read More
ახალი ამბები

პანკისში სოციალური საწარმო გაიხსნება

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, ახალი პროექტი იწყება. პროექტის მიზანია არასამთავრობო სექტორსა და ადგილობრივ თვითმართველობას შორის მყარი პარტნიორული ურთიერთობის შექმნა და მათ შორის სპეციალური მომსახურების სფეროში პარტნიორობის განმტკიცება. პროექტის ფარგლებში იგეგმება სამი სოციალური საწარმოს შექმნა, რომლებიც ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიაწვდის საჭირო სოციალურ სერვისებს.
ვრცლად ჩვენს ვიდეო რეპორტაჟში

Read More
ახალი ამბები

ველისციხის თეატრალურმა დასმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლი დადგა

ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის თატრალურმა დასმა, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ფიროსმანი“ ითამაშა. სპექტაკლის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ლაშა გოგნიაშვილია. 

Read More
ახალი ამბები

რეგიონული ნაგავსაყრელი გარემოს დაცვის სტანდარტებს აკმაყოფილებს

თელავის მოწესრიგებული ნაგავსაყრელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი სუხოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

Read More
ახალი ამბები

თელავში გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

თელავში, გარემოვაჭრეებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოვაჭრეთა განცხადებით, ისინი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებდნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფი. ამ დროისთვის ქუჩაში ხმაურია.

Read More
ახალი ამბები

უკრაინის კრიზისის ფონზე ბუნებრივი აირისა და ნავთობის რესურსებმა გაძვირება დაიწყო

ინვესტორების მზარდი შეშფოთების ფონზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ნავთობისა და გაზის ფასებმა საერთაშორისო ბირჟებზე მატება დაიწყო. 

Read More
ახალი ამბები

შსს-მ ლაგოდეხში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე  ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. დაკავება ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში მოხდა.  სამინისტროს მტკიცებით, სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ჰეროინს შეიცავს

Read More
ახალი ამბები

დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო

დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება . სრულდება სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ოთხშაბათს და პარასკევს ტაძრებში სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია. პარასკევს საღამოს კი ლოცვაზე იკურთხება წანდილი

Read More
ახალი ამბები

ქართული ღვინის ნაწილი გაძვირდა

,,კომერსანტის’’ ინფორმაციით, ღვინის ქართული კომპანიების ნაწილმა საექსპორტო ბაზრებზე ფასი გაზარდა. „თბილღვინოს“ გენერალური დირექტორი ღვინის გაძვირებას გვიდასტურებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, „თბილღვინოს“ პროდუქცია გასული წლის ბოლოს გაძვირდა და ეს ცვლილება ძირითადად საექსპორტო ბაზრებს შეეხო. მისივე თქმით, ფასი მხოლოდ წითელ ღვინოებზე გაიზარდა, რაც წელს  რთველის დროს საფერავზე გაზრდილმა ფასმა განაპირობა. მარგველაშვილის თქმით, საექსპორტო ბაზრებზე ,,თბილღვინოს’’ პროდუქცია 10-15-20%-ით გაძვირდა, ხოლო ადგილობრიოვ ბაზარზე ღვინოზე ფასის უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება.

Read More
ახალი ამბები

თელავში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

დღეს, თელავში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული კონფერენცია ჩატარდა, სადაც განხილული იყო ფორუმის სამომავლო განვითარების პერსპექტივა.

Read More