რეგიონული ნაგავსაყრელი გარემოს დაცვის სტანდარტებს აკმაყოფილებს
თელავის მოწესრიგებული ნაგავსაყრელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი სუხოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
თელავის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ნაგავსაყრელი გარემოს დაცვის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ამიერიდან მოქალაქეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გამოწვეული საფრთხეებისგან დაცულები იქნებიან. პოლიგონზე განთავსებულია თიხოვანი გრუნტის მარაგი, რომლითაც შეტანილი ნარჩენების გადაფარვა მოხდება. ნაგავსაყრელი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას საკუთრებაში 2013 წელს გადაეცა და ამ დროსთვის სრულიად მოწესრიგებულია. პოლიგონის მოწესრიგებისა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების მიზნით, ნაგავსაყრელის ტერიტორია შემოიღება და განთავსდა სადარაჯო ჯიხური,დამონტაჯდა სახანძრო სტენდი,ნაგავსაყრელის მაცვენებელი რენდერი და ამკრზალავი ნიშანი. ადგილზე, ასევე დამონტაჟდა 60-ტონიანი სამანქანე სასწორი, გარდა ამისა, მდინარე თურდოზე ჩატარდა ნაპირდამცავი სამუშაოები, რათა მდინარის ადიდების შემთხვევაში, ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფერთხე გამოირიცხოს.