შსს-მ ლაგოდეხში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. დაკავება ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში მოხდა. სამინისტროს მტკიცებით, სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ჰეროინს შეიცავს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა აღნიშნული ნარკოტიკი თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ იგი დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ნარკოტიკული საშუალების განმეორებით უკანონო მოხმარების ფაქტებზე მიმდინარეობს”, – განაცხადეს შს სამინისტროში.