ახალი ამბები

ახალი ამბები

ახალი საწარმოების შექმნისთვის მეწარმეები ორ მილიონამდე დოლარის სესხს მიიღებენ

სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას განცხადებით, იმ მეწარმეებს, რომლებსაც სურთ შექმნან ახალი საწარმოები, 2 მილიონ დოლარამდე სესხის მიღების საშუალება ექნებათ.

მისი თქმით, პრემიერის ინიციატივა “აწარმოე საქართველოში” მიმართულია კერძო ბიზნესის დაფუძნებაზე, რაზეც სახელმწიფოს დახმარება იქნება.

მინისტრის განმარტებით, მეწარმეებს სახელმწიფო სხვადასხვა კუთხით დახმარებას გაუწევს, მათ შორის როგორც ფინანსურს, ისე კონსულტაციების მხრივ.

Read More
ახალი ამბები

შავი მარწყვის გამოყვანისას გენური მოდიფიკაციებისთვის არ მიუმართავთ

მარწყვი მაისის პირველი რიცხვებიდან შემოდის და თვის ბოლოს მოსავლიანობა პიკს აღწევს. ინფორმაციას ,,კომერსანტი” ავრცელებს.

ეს მრავალწლიანი კენკროვანი კულტურა ჩვენს ქვეყანაში კარგად არის განვითარებული და შარშან, მაისის მიწურულს, საქართველოში მარწყვის ფესტივალიც კი გაიმართა. თუ რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, მარწყვის მოყვანა ყველა მოყვარულ მებაღეს შეეძლება.

Read More
ახალი ამბები

,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატმა თელავში შეხვედრა გამართა

,ქართული ოცნების’’ თელავის მერობის კანდიდატი, პლატონ კალმახელიძე, ნადიკვრის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაყიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მისი სამომავლო გეგმები, თელავის განვითარების მისეული ხედვა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

Read More
ახალი ამბები

გენმოდიფიცირებული სათესლე მასალის იმპორტი 2015 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება

საქართველოში გენმოდიფიცირებული სათესლე მასალის იმპორტი 2015 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება. როგორც „კომერსანტთან“ გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ კანონი მეორე მოსმენით  გასულ კვირას მიიღეს, ხოლო მესამე მოსმენა არჩევნების შემდეგ გაიმართება. გია ცაგარეიშვილის თქმით, საქართველო გენმოდიფიცირებული სათესლე მასალისათვის დახურულ ზონად ცხადდება, ხოლო ნიადაგში მისი შეტანა მხოლოდ დახურულ სივრცეში გარკვეული სამეცნიერო კვლევებისთცის ხდება ნებადართული. 

გამკაცრებულია ასევე გენმოდიფიცირებული თესლის კანონის გვერდის ავლით ქვეყანაში შემოტანის სასჯელი. მცირე მეწარმისთვის ჯარიმა იქნება 500 ლარი და ქვემოთ, ხოლო მსხვილი მეწარმეები 500 ლარით დაჯარიმდებიან.  პროცესს გარემოს დაცვის სამინისტრო გააკონტროლებს.

Read More
ახალი ამბები

ექსპერტების მიერ შემუშავებულმა საარსებო მინიმუმმა ოფიციალურ მაჩვენებელს ორჯერ გადააჭარბა

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის შემუშავებული ახალი მეთოდოლოგიით საარსებო მინიმუმმა აპრილის თვეში 309 ლარი და 17 თეთრი შეადგინა. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დათვლის ახალი მეთოდოლოგიით მინიმალურ სასურსათო კალათაში პროდუქციის რაოდენობა 40–დან 56–მდე გაიზარდა.

Read More
ახალი ამბები

თელავში ქართული ჯარის პატივსაცემად კონცერტი ჩატარდა

თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის დრამატულ თეატრში, საქართველოს ჯარის პატივსაცემად, მუსიკოსების, ლექსო თორაძის, ედიშერ სავიცკისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმაც.

იხილეთ ვრცლად ვიდეო:

Read More
ახალი ამბები

2013 წელს ბანკების მიერ ჩამორთმეული ქონების ღირებულება რეკორდულია

2013 წელი დაკრედიტების კუთხით საბანკო სისტემისთვის მთლიანობაში საშუალო აქტივობით გამოირჩეოდა. საკრედიტო პორტფელის მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) წლის ბოლოსთვის 10.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ნომინალურ გამოხატულებაში პორტფელის წლიურმა ზრდამ 20 პროცენტი, ხოლო ფიქსირებული კურსის ეფექტის გათვალისწინებით 17 პროცენტი შეადგინა.

Read More
ახალი ამბები

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების აღრიცხვა და პასპორტიზაცია დაიწყო

მათი თქმით, ვენახების პასპორტიზაცია და რეესტრის წარმოების სისტემა დღემდე საერთოდ არ არსებობდა. სააგენტოს ცნობით, კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ყველა იმ წამყვან ევროპულ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. მათივე განმარტებით, საკადასტრო ბაზა აუცილებელია მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და რთველის სწორად დასაგეგმად: უფრო გამარტივდება ყურძნის ჩაბარება ლა გაჩნდება ზუსტი სტატისტიკა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარგის ეფექტური მართვა. პროგრამა რაჭა-ლეჩხუმის და კახეთის რეგიონებში ეტაპობრივად განხორციელდება.

Read More
ახალი ამბები

პლატონ კალმახელიძე თელავის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

ქალაქ თელავის მერის  კანდიდატი პლატონ კალმახელიძე და  ,,აღმოსავლეთ თელავის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით დალაქიშვილი ქალაქის სავაჭრო ცენტრის ყოფილი მეორე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს  თანამშრომლებს შეხვდნენ. 
საწარმოს თანამშრომლებმა  კალმახელიძეს საკუთარი პრობლემები გააცნეს და ქალაქის განვითარების მიმართულებით არსებულ საჭირობებს შეეხნენ. დაიგეგმა, რომ თელავის ზოგიერთ უბანში სტიქიის შედეგად განადგურებული ნარგავები განახლდება, ხოლო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივების ჩართულობით განხორციელდება. (R)
Read More
ახალი ამბები

წელს საქართველოში 1-1,1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა

წელს საქართველოში 1 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა. ექსპერტებისთვის ეს მაჩვენებელი მოულოდნელი არ ყოფილა გამომდინარე იქიდან, რომ ინვესტიციების შემომტანი თანაინვესტირების ფონდი აქტიური არ არის. მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი კრედიტები კი სასურველ საინვესტიციო ამინდს ვერ ქმნის.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ-სთან მიმართებაში 6,2% იქნება. შესაბამისად, “რეზონანსის“ გათვლებით, 2014 წელს ქვეყანაში დაახლოებით 1-1,1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა, ანუ მაქსიმუმ 180 მილიონი დოლარით მეტი. შარშანდელთან შედარებით. 2013 წლის საინვესტიციო მონაგარი 914 მილიონი დოლარია.

Read More