ახალი ამბები

გენმოდიფიცირებული სათესლე მასალის იმპორტი 2015 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება

საქართველოში გენმოდიფიცირებული სათესლე მასალის იმპორტი 2015 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება. როგორც „კომერსანტთან“ გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ კანონი მეორე მოსმენით  გასულ კვირას მიიღეს, ხოლო მესამე მოსმენა არჩევნების შემდეგ გაიმართება. გია ცაგარეიშვილის თქმით, საქართველო გენმოდიფიცირებული სათესლე მასალისათვის დახურულ ზონად ცხადდება, ხოლო ნიადაგში მისი შეტანა მხოლოდ დახურულ სივრცეში გარკვეული სამეცნიერო კვლევებისთცის ხდება ნებადართული.

გამკაცრებულია ასევე გენმოდიფიცირებული თესლის კანონის გვერდის ავლით ქვეყანაში შემოტანის სასჯელი. მცირე მეწარმისთვის ჯარიმა იქნება 500 ლარი და ქვემოთ, ხოლო მსხვილი მეწარმეები 500 ლარით დაჯარიმდებიან.  პროცესს გარემოს დაცვის სამინისტრო გააკონტროლებს.