ახალი ამბები

ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა ტესტირება დღეს და ხვალ ჩატარდება

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტური თანამდებობების დაკავების მსურველები ტესტირებას ორი დღის განმავლობაში, დღეს და ხვალ გაივლიან. ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. 

Read More
ახალი ამბები

პარლამენტმა დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების ინიციატივა მეორე მოსმენით მიიღო

დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების ინიციატივასთან დაკავშირებით პროექტს, პარლამენტში კენჭი განმეორებით უყარეს და 73 ხმით, 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. 

Read More
ახალი ამბები

ახალი წლიდან რუსეთში საქართველოდან ხილისა და მწვანილის შეტანა აიკრძალება

2015 წლის 1 იანვრიდან რუსეთის ფედერაციაში სხვადსხვა ქვეყნიდან პროდუქტის შეტანის წესებში შევა ცვლილებები, რომლის შემდეგაც კარანტინს დაექვემდებარება ხილი და ბოსტნეული (როგორც ნედლი, ისე გამხმარი ან ჩირის სახით), ასევე თხილი, ჩაი და სხვა მსგავსი პროდუქცია.

Read More
ახალი ამბები

“ავარეთი-კახეთის გზაზე არ ვმუშაობთ,” – ირაკლი ღარიბაშვილი

ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, დატოვოს თანამდებობა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოდან დაღესტანში ავარეთ-კახეთის 83 კილომეტრიანი გზის მშენებლობა განახლდა. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია.

Read More
ახალი ამბები

ყვარელში კონკურსის მეორე ეტაპი 95-მა კანდიდატმა გადალახა

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს 62 ვაკანსიაზე განაცხადი 165-მა კონკურსანტმა შემოიტანა. პირველ ეტაპზე კონკურსს 10 ადამიანი გამოეთიშა. მეორე ეტაპზე მონაწილეობა მიიღო 137-მა კანდიდატმა, რადგან 18 კონკურსანტი არ გამოცხადდა.

Read More
ახალი ამბები

თელავის მერიაში გამოცხადებულ 72 ვაკანსიაზე 1102 განაცხადი შევიდა

თელავის მერიაში გამოცხადებულ 72 ვაკანსიაზე 1102 განაცხადი შევიდა.
როგორც თელავის მერიის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე აცხადებს, ვაკანსიებზე განაცხადების მიღება 24 დეკემბერს დასრულდა და ამ დროისთვის განაცხადების გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს.

Read More
ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტი 2015 წლის ბიუჯეტიდან პრემიებზე 200 ათასამდე ლარს დახარჯავს

თელავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები 2015 წლის ბიუჯეტიდან პრემიას ორჯერ მიიღებენ. 
როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული თანხების გაცემისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

Read More
ახალი ამბები

2015 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გაზრდილი პენსია და სპეციალური სერვისები ექნებათ

სოციალური პროექტები არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

Read More
ახალი ამბები

“საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტი, როგორც დაავადება, მთლიანად დაიძლევა”

“არ შემიძლია, განსაკუთრებით ხაზგასმით არ აღვნიშნო C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება საქართველოში. სულ რაღაც 2 წლის წინ C ჰეპატიტის მკურნალობა აქ გადაუჭრელ პრობლემად ითვლებოდა”, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

Read More
ახალი ამბები

პრემიერი ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს წარმატებულად აფასებს

პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს შორის ყველაზე წარმატებულად და ეფექტურად ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროში მთავრობამ უდიდესი ძალისხმევა ჩადო და ამის შედეგი მიიღო კიდეც.

Read More