პარლამენტმა დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების ინიციატივა მეორე მოსმენით მიიღო
საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა, თუმცა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილმა პროექტმა, პირველი მოსმენით კენჭისყრისას, დამტკიცებისათვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ 2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ იარსებებს, რადგან მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება, სოციალური დახმარების გაუმჯობესებული სისტემა იქმნება.

