ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა ტესტირება დღეს და ხვალ ჩატარდება

უწყებამ 27-28 დეკემბერს დაგეგმილ ტესტირებაში მონაწილე ყველა კანდიდატს ინფორმაცია საგამოცდო დროისა და ადგილის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით უკვე გაუგზავნა. კონკურსანტებს ტესტირების ზუსტი თარიღის, დროისა და ადგილის ნახვა შეფასებისა ფა გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალური საძიებო სისტემის საშუალებითაც შეუძლიათ. (http://online1.naec.ge/cbinfo/login.aspx) უწყებაში განმარტავენ, რომ თითოეული კანდიდატი საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს რეგისტრაციისათვის გამოყოფილი დროის განმავლობაში. რეგისტრაციის დროის ამოწურვის შემდეგ აპლიკანტი გამოცდაზე აღარ დაიშვება. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკანტთა განცხადებების გადარჩევა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ რამდენიმე დღის წინ დაასრულა. პირველი ეტაპზე კანდიდატებისთვის აუცილებელი მოთხოვნა იყო საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე პირადობის დამადასტურებელი ასლის, სრული ზოგადი განათლების ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დაკომენტების ატვირთვა. კონკურსის მესამე, გასაუბრების ეტაპზე კი გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც ტესტირებაზე მინიმალურ ზღვარს – 51%-ს, არანაკლებ 31 ქულას გადალახავენ. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის საკონკურსო ტესტები 60 კითხვისგან შედგება. ტესტები მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, და ზოგად უნარებს. 
კონკურსის მესამე ეტაპი, გასაუბრება თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წლის იანვრის შუა რიცხვებში გაიმართება. კანკურსანტების დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია ხმათა უმრავლესობის საფუძველზე არაუგვიანეს 3 თვეში მიიღებს.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და თემის საკრებულოს აპარატში კონკურსი 21 ნოემბერს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა, გარდა გამგებლის, მისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების თანამდებობებისა. განაცხადების მიღება კი 19 დეკემბერს დასრულდა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე www.hr.gov.geერთდროულად ხუთ სასურველ პოზიციაზე, შეეძლოთ.