ახალი ამბები

ამერიკის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტო წინანდალში სასტუმრო რედისონის მშენებლობას დააფინანსებს

წინანდლის რედისონის გახსნა 2016 წლის ბოლოს იგეგმება, სასტუმროს ოპერატორი კი საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორი კარლსონ რეზიდორ ჰოტელ გრუპი იქნება.

“სილქ როუდ ჯგუფში” იმედოვნებენ, რომ წინანდალში სასტუმროს აშენება დადებით გავლენას მოახდენს კახეთის რეგიონის ეკონომიკაზე. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სადღეისოდ ეს არის საქართველოს ყველაზე ნაკლებად ურბანიზებული რეგიონი, სადაც 1 კვ კილომეტრზე მხოლოდ 35 მოსახლე მოდის. პროექტი კი ხელს შეუწყობს კახეთში საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის ზრდას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
კერძო საერთაშორისო საინვესტიციო კორპორაცია OPIC–ი არის ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო სააგენტო, რომელიც ახდენს კერძო კაპიტალის მობილიზებას განვითარებად ეკონომიკებში ინვესტირების მიზნით, რაც ერთის მხრივ ეხმარება განვითარებად ქვეყნებს ეკონომიკის ზრდის დაჩქარებაში, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების ზრდაში, მეორე მხრივ კი უადვილებს ამერიკულ ბიზნესებს საზღვარგარეთ ინვესტიციების განთავსებას. 
1971 წელს დაარსებული OPIC-ი წარმოდგენილია მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში და სადღეისოდ 4 ათასზე მეტ პროექტში 200 მლრდ–ზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციები განახორციელა.