2015 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გაზრდილი პენსია და სპეციალური სერვისები ექნებათ

“2015 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გაზრდილი პენსია და სპეციალური სერვისები ექნებათ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსია 2015 წლის სექტემბრიდან საარსებო მინიმუმს გაუტოლდება და შეიქმნება სპეციალური სერვისები. პენსია 9 929 ბავშვს გაეზრდება. აგრეთვე 2015 წლის ზაფხულიდან დაიწყება სპეციალური პროგრამა აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის, შეიქმნება ჩამორჩენის მქონე ბავშვებისთვის შინ მოვლის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს შინ მოვლის მომსახურებას, მათი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას, მიტოვების პრევენციას და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას. პროგრამა გამიზნულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. 2015 წლის იანვრიდან დონორთა დახმარებით მომზადდებიან სპეციალისტები, პროგრამა კი 2015 წლის სექტემბერიდან დაიწყება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.