ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტი 2015 წლის ბიუჯეტიდან პრემიებზე 200 ათასამდე ლარს დახარჯავს

,,ამ დროისთვის გამგეობას ჰყავს 217 თანამშრომელი და წელს, საახალწლოდ, პრემიის სახით 100 ათასი ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება მომავალ წელს, პრემია თანამშრომლებზე ორჯერ გაიცემა და ამ თანხამ შესაძლოა, 200 ათას ლარამდე შეადგინოს. კანონის მიხედვით გვქონდა უფლება, რომ პრემიები წელიწადში ოთხჯერ გაგვეცა, თუმცა არ გამოვიყენეთ,”- განუცხადა knews.ge-ს თელავის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, მიხეილ შაშიაშვილმა.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტი გამგეობისა და საკრებულოს სამსახურების სახელფასო ფონდს, როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ახალი წლის ბიუჯეტიდან მილიონ 545 ათასი ლარია გათვალისწინებული.