ახალი ამბები

ყვარელში კონკურსის მეორე ეტაპი 95-მა კანდიდატმა გადალახა

ყვარელში საჯარო მოხელეთა ტესტირების პირველი და მეორე ეტაპები დასრულდა. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ქეთევან ზაუტაშვილის ინფორმაციით, კონკურსის მეორე ეტაპი 137 კანდიდატიდან 95-მა გადალახა:
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს 62 ვაკანსიაზე განაცხადი 165-მა კონკურსანტმა შემოიტანა. პირველ ეტაპზე კონკურსს 10 ადამიანი გამოეთიშა, მეორე ეტაპზე მონაწილეობა მიიღო 137-მა კანდიდატმა, რადგან 18 კონკურსანტი არ გამოცხადდა. მეორე ეტაპი გადალახა 95-მა კანდიდატმა”, – განაცხადა ზაუტაშვილმა.