“მაკულიტერატურის” აქცია ყვარელში გაიმართება
8 და 9 მაისს ყვარელში “მაკულიტერატურის” აქცია გაიმართება. აქცია მისამართზე, ჭავჭავაძის #13-ში მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩააბაროს მაკულატურა – ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები. მათ ერთი კილოგრამი მაკულატურის სანაცვლოდ, ერთი ლარის ღირებულების წიგნის წაღების შესაძლებლობა ექნებათ.
Read More