კახეთში მოსახლეობის რაოდენობა 12%-ით შემცირდა
კვლევის მიხედვით, რეგიონში 319 144 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის შემცირების მიზეზი შიდა და გარე მიგრაციაა. მოსახლეობის განცხადებით, შიდა მიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა:
,,რაიონში და სოფლებში დასაქმების შანსი თითქმის არ არსებობს. საცხოვრებელ სახლებს ძირითადად, ახალგაზრდები ტოვებენ. რეგიონებში დიდი უმუშევრობაა, ხოლო თუ სამსახური გაქვს, ხელფასი ძალიან მწირია, თავის გასატანად თუ ყოფნის ადამიანს. ჩემი შვილი საფრანგეთში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და თავს კარგად გრძნობს. აქ, ნორმალური სამსახური ვერ იშოვა, თბილისშიც სცადა ბედი, მაგრამ უშედეგოდ”, – აცხადებს knews.ge-სთან საუბარში ცირა თევდორაშვილი.
გარდა ეკონომიკური მდგომარეობისა, ადგილობრივები ყურადღებას მძიმე სოციალურ ფონზეც ამახვილებენ. საქსტატი აღწერის საბოლოო შედეგებს მომავალ წელს გამოაქვეყნებს.