ახალი ამბები

ვაშინგტონი პანკისელ თარხან ბათირაშვილზე ინფორმაციაში 5 მილიონს გადაიხდის

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ალ შიშანის პარალელურად ასევე 5 მილიონს მიიღებს ინფორმატორი, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” პრეს-მდივან აბუ მუჰამედ ადნანზე ინფორმაციას მოიპოვებს. 
ჯიჰადისტთა მეთაურის, მუსტაფა კადულიზე ინფორმაციის მიმწოდებელი კი 7 მილიონით დასაჩუქრდება. შედარებით ნაკლები თანხაა გამოყოფილი 3 მილიონი დოლარი ფალიჰ ავანი ხარზიზე ინფორმაციის მიმწოდებლისთვის.