სამუშაო ჯგუფი თელავში პარკირების მოწყობის ადგილებს შეისწავლის
საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის განმარტებით, სამუშაო ჯგუფი დაინტერესდება ქალაქში არსებული იმ ფართებითაც, რომელთა განლაგებაც ბორდიულის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს და აბრკოლებს ფეხით მოსიარულეთა თავისუფლად გადაადგილებას. თელაველების განცხადებით, შენობების წინ არსებული ტროტუარების ფართები ძირითადად, ათვისებულია და მანქანები ფეხით მოსიარულეთა ადგილასაა გაჩერებულია. ,,საინტერესოა, რატომ არ ჯარიმდებიან შენობების წინ გაჩერებული მანქანები, რომლებიც არღვევენ, როგორც ფეხით მოსიარულეთა უფლებებს, ასევე მძღოლების უფლებებსაც”, – აცხადებს knews.ge-სთან მერი შაოშვილი.