ახალი ამბები

თელავში საქალაქო ბიბლიოთეკის ახალი შენობა გაიხსნა

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძეს თქმით, შენობის განახლებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 930 ლარი დაიხარჯა. მისივე თქმით, განახლებულ ბიბლიოთეკაში 34 500-ზე მეტი წიგნი განთავსდა:
,,ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ჯერ კიდევ 2011 წელს ავარიულ შენობაში უწევდათ მუშაობა, ხოლო 2012 წელს სტიქიამ კიდევ უფრო დააზიანა ძველი ბიბლიოთეკის კონსტრუქცია. ახალ შენობაში ყველა პირობაა შექმნილი, რომ ის წიგნადი ფონდი, რაც დაწესებულების ბალანსზეა, იყოს დაცული და ამ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება მოვიდეს და წაიკითხოს მისთვის სასურველი წიგნი,”– განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.