კახეთში იტალიური კალიის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა თვის ბოლოს დაიწყება
იტალიური კალია საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც მწვანე საფარს და ნარგავებს ანადგურებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, კვლევები ყოველ წელს ტარდება:
„მიმდინარე კვლევები საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და ეფექტიანად დავგეგმოთ კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ლიპარტიამ.
კვლევები რეგიონული მასშტაბისაა და მასში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მცენარეთა დაცვის სამსახურების სპეციალისტები მონაწილეობენ. მავნებლის წინააღმდეგ ქიმიურ წამლობა წელს მაისის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.