სიღნაღში „ქართული კალიგრაფიის“ კონკურსი ჩატარდა
კონკურსში 22 მსურველი მონაწილეობდა. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა და ფინალში ექვსი კონკურსანტი გადავიდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, I ადგილი თეონა ტუხაშვილმა, II –ნინი ბაკაშვილმა, ხოლო III – მარინე დოსმიშვილმა დაიკავა. გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები, ხოლო ფინალისტებს სიგელები გადაეცათ. კალიგრაფიის კონკურსი საბიბლიოთეკო კვირეულს და სიღნაღის ბიბლიოთეკის დაარსების 110-ე წლისთავს მიეძღვნა.
,,უახლოეს მომავალში ჩვენს ბიბლიოთეკაში თეონა ტუხაშვილთან ერთად გავხნსით კალიგრაფიის სკოლას, რომელიც სასიხარულო ფაქტი იქნება ქალაქისთვის. ყველა მონაწილეს მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ,“– განაცხადა სიღნაღის საქალაქო ბიბლიოთეკის მენეჯერმა, ლია ხატიაშვილმა.