ახალი ამბები

ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე ბიუჯეტიდან 708 ათასი ლარი დაიხარჯება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დეპუტატების ხმათა უმრავლესობით 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 4459,6 ათას ლარს შეადგენს,ხოლო ხარჯვითი ნაწილი 5365,7 ათას ლარს.

Read More
ახალი ამბები

სოფელ იყალთოში ახალი სკვერი იხსნება

სოფელ იყალთოს ცენტრში ახალი სკვერის მშენებლობა და მოწყობა უახლოეს მომავალში დასრულდება.
თვითმმართველი თემი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის, განცხადებით „სკვერში დამონტაჟდება განათება, განთავსდება სკამები, დაირგვება ხეები და ძალიან მალე როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ასაკოვანი ადამიანებისთვის იყალთოს სკვერი დასვენების და თავშეყრის საუკეთესო ადგილი გახდება.”

Read More
ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება.

Read More
ახალი ამბები

ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის პირველი ეტაპის ნომინანტები გამოვლინდნენ

წინანდლის პრემიის პირველი ეტაპის ნომინანტები გამოვლინდნენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის პირველ საკონკურსო ეტაპზე 24 ნომინანტია დასახელებული, რომელთაგან გამარჯვებულებს ჟიური 9 იანვარს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს.

Read More
ახალი ამბები

დახლზე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება გადავადდა

მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა გადავადების შესახებ კანონპროექტს მხარი რამდენიმე დღის წინ დაუჭირა, შედეგად, დახლებზე მოვაჭრეებს სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება მინიმუმ კიდევ ერთი წლის განმავლობაში არ ექნებათ.

Read More
ახალი ამბები

რას მოიცავს ქართული ღვინის პოპულარიზაციის 2015 წლის სამოქმედო გეგმა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ განიხილეს თუ როგორი იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და „ღვინის ეროვნული სააგენტოს” 2015 წლის სამოქმედო გეგმები.

Read More
ახალი ამბები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტს მხარი საკრებულოს წევრთა უმეტესობამ დაუჭირა.

Read More
ახალი ამბები

ხელისუფლება რეგიონებისათვის ინვესტიციების მოზიდვას მომავალ წელს შეეცდება

ეკონომიკის სამინისტრო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მომავალ წელს აქცენტს რეგიონებზე გააკეთებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს განცხადებით, სამინისტრო ინვესტორებთან მუდმივად მუშაობს:

Read More
ახალი ამბები

საქართველოში წელს ღვინის ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებმა ემბარგომდე არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს გადააჭარბა. კერძოდ, 2014 წლის 15 დეკემბრის მონაცემებთ, ექსპორტირებულია 59 მლნ ბოთლი, რომელიც თანხაში არის 183 მლნ აშშ დოლარი. 

Read More
ახალი ამბები

თესაუში სტუდენტების განწყობების კვლევა ჩატარდა

კვლევაში მონაწილე სტუდენტების შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით მოხდა, რომელთა პასუხებიც კონფიდენციალურია. თესაუს პროფესიული პროგრამების (ფარმაცევტის თანაშემწე, მეტყევე) სტუდენტებს კითხვარი დაურიგდათ, რომელიც პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით მათი განწყობების კვლევას ითვალისწინებს.

Read More