ახმეტაში ვენახების აეროფოტოგადაღება დაიწყო
ახმეტის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო.
როგორც Knews.ge–ს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა გაბუცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, კომპანია „რუკა მაპინგი“ პროგრამის ფარგლებში უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით გადაიღებს ვენახების აეროფოტოებს, რის საფუძველზეც შემდგომში მომზადდება საკადასტრო რუკები, ალფანუმერული ინფორმაცია მევენახეებისა და ვენახების შესახებ, ჯიშებისა და სხვა მახასიათებლების ჩათვლით.
Read More