კახეთში რეგიონული ჰაბი შეიქმნება
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორის, ლია კილაძეს განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონული ,,ჰაბების“ შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები.
მისივე თქმით, ,,ჰაბების“ შექმნა საქართველოს 10 რეგიონში წარმოადგენს ამ პროექტის ერთ–ერთ ინოვაციურ კომპონენტს, რაც თავის მხრივ მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას რეგიონებში.
,,ჰაბი იქნება ინფორმაციის გავრცელების და კომუნიკაციის ხელშეწყობის, ტრენინგებისა და სხვა აქტივობების ცენტრი რეგიონში. რეგიონალური ,,ჰაბების“ ინსტიტუციონალურ და ტრენინგებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს კონსორციუმი. ვისწრაფით დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებისათვის და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის; მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა აქტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას; ვეხმარებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა უფრო ეფექტურად უზრუნველყონ ფართო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეების საჭიროებებზე რეაგირება და ამით გაზარდონ მათდამი ნდობა საზოგადოებაში”, – აღნიშნავს knews.ge-სთან ლია კილაძე.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (KEDEC) პარტნიორობით.