ახალი ამბები

ახალი ამბები

ხვალ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

ხვალ, დილის 10:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება სოფლების: ჰერეთისკარის, ჭიაურის, წითელგორის, თამარიანის, კართუბანის, სვიდებას, მშვიდობიანის, ვარდისუბნის, შრომის, ცოდნისკარის, ნინიგორის, კავშირის, რაჭისუბნის და მაწიმის მოსახლეობას.

Read More
ახალი ამბები

შოთა ნარეკლიშვილი – რუისპირში საძოვარი კანონის დაცვით გასხვისდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ რუისპირში მოსახლეობის საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ტერიტორია, რომელზეც ადგილობრივები დავობენ, კანონის სრული დაცვით გაიყიდა.

Read More
ახალი ამბები

სამბოს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ახმეტელმა გოგონამ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე სამბოს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, თუშმა ელისო სისაურმა ვერცხლის მედალი და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. 

Read More
ახალი ამბები

ფრანკფურტის მუსიკის აკადემიის დოცენტი სიღნაღში კონცერტს გამართავს

20 აპრილს, ქ. სიღნაღში, ფრანკფურტის მუსიკის აკადემიის დოცენტი ტარიელ სუარი კონცერტს გამართავს. 

Read More
ახალი ამბები

ხვალ საგარეჯოში საპროტესტო აქცია გაიმართება

ხვალ, 11:00 საათზე, საგარეჯოში აქცია გაიმართება. პარტია “თავისუფალი” საქართველო საგარეჯოში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლებას გააპროტესტებს. 

Read More
ახალი ამბები

თელავში ორი სასტუმროს მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდება

“საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, წინანდალში სასტუმრო “რედისონის” და ლოპოტაზე არსებული სასტუმროს გაფართოვების სამუშაოები სექტემბრისთვის დასრულდება. 

Read More
ახალი ამბები

ყვარელში ილიას ტბასთან სასტუმროს ასაშენებლად უძრავი ქონება იყიდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ყვარელში, ილიას ტბასთან სასტუმროს ასაშენებლად, უძრავი ქონება 150 000 ლარად ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. 

Read More