ქალაქ თელავში საზოგადოებრივი საპირფარეშოებით სარგებლობა უფასოა
მალხაზ ბაღუაშვილის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტუალეტების მოვლა-პატრონობისთვის, ყოველწლიურად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 15 000 ლარია გამოყოფილი.
„ქალაქ თელავში მოსახლეობას შეუძლია საზოგადოებრივი საპირფარეშოებით უფასოდ ისარგებლოს. საზოგადოებრივი ტუალეტების მოვლა-პატრონობას თელავიოს მერია აფინანსებს. საპირფარეშოებში ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სადაც დასაქმებულები არიან დამლაგებლები, რომლებიც ტუალეტებს ყოველდღე ასუფთავებენ. ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარს გამოვყოფთ, რომლითაც ვყიდულობთ სარეცხ საშუალებას, ჰიგიენურ ნივთებს და ა.შ. ამ თანხით ვიხდით ელექტროენერგიის, წყლის გადასახადსაც“, – განუცხადა knews.ge-ს მალხაზ ბაღუაშვილმა.