თელავის ეროვნული გვარდიის ბრიგადას იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს
უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი კადრირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. საზეიმო ცერემონიალს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას თქმით, 2018 წლის მეორე ნახევრიდან აქტიური რეზერვის პირველი ნაკადის მიღებაა დაგეგმილი, რომელიც რეზერვის ახალი კონცეფციის ფარგლებში განხორციელდება.