25 წლის თელაველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვენ
,,ვეფხია აღაირებს ფაქტს, მაგრამ არ აღიარებს იმ დამამძიმებელ გარემოებებს, რის გამოც ეს კვალიფიკაცია მიიღო გამოძიებამ. არ აღიარებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას”, – განაცხადა ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორე წევრის განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
13 აპრილს მოკლულ თაკო გამრეკელაშვილს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში ხუთშაბათს დაკრძალავენ.