თელაველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებულ თემურ ბაქრაძესაც პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 109–ე მუხლით, რომელიც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. დანაშაული 16–დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.