ხვალ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
როგორც knews.ge-ს კომპანია “სოკარ ჯორჯიაში” განუცხადეს, გაზმომარაგება, ასევე, შეეზღუდება ქალაქ ლაგოდეხში შემდეგი ქუჩების: ჭავჭავაძის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, გორგასლის, ბარათაშვილის, 9 აპრილის , თაყაიშვილის, წერეთლის, დუმბაძის, მესხის, ერისთავის, ფიროსმანის, ბათუმის, ცაბაძის, მაისურაძის, თბილისის, გურამიშვილის, ზაქათალის, კავკასიონის, აღმაშენებლის, ახალგაზრდობის, ჩოლოყაშვილის, მეგობრობის, ტაბიძის, მლოკოსევიჩის, სულხან საბას, თავისუფლების, ქიზიყის, ლაღიძის, 300 არაგველის, 26 მაისის, ბაგრატიონის, შიო მღვიმელის, ბახტრიონის, ნინოშვილის, მესხეთის, კუდიგორის, ჯანელიძის, თამარ მეფის, ვაშლოვანის, წმინდა ნინოს, ფალიაშვილის, გოგებაშვილის, დემეტრე თავდადებულის, ცინცაძის, ყაზბეგის, ჰერეთის, ვაჟა ფშაველას, კოსტავასა და ასათიანის მაცხოვრებლებს.
“აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, არსებულ გაზმომარაგების ქსელზე ახალი გაზსადენის დაერთების სამუშაოებია. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები”, – განაცხადეს კომპანია “სოკარ ჯორჯიაში”.