ფრანკფურტის მუსიკის აკადემიის დოცენტი სიღნაღში კონცერტს გამართავს
ქართველი კლასიკური გიტარისტი სიღნაღის თეატრში დაუკრავს. როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ტარიელ სუარი ესპანური რენესანსის, ბაროკოს, კლასიციზმის, რომანტიზმისა და იმპრესიონიზმის ეპოქის კომპოზიციებს შეასრულებს. უწყების ინფორმაციით, ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასოა.