რეგიონული განვითარების საკითხები ახალგაზრდების ინტერესს იწვევს
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლეჯის ”პრესტიჟი” სტუდენტები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საკითხებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ მოდელებს ეცნობიან.
საინფორმაციო შეხვედრა 15 აპრილს შედგა, სადაც სტუდენტებმა ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ მიიღეს და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ისეთი საკითხების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა, როგორიცაა ადგილობრივი თემისათვის მნიშვნელოვანი და ხელშესახები საკითხების განხილვა, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული განვითარებისა და მრავალდონიანი მმართველობის საკითხები, რაც მჭირდო კავშირშია ქალაქებისა და სოფლების განვითარებასთან,“ – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა მაია მამულაშვილმა.
სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ საკითხი მნიშვნელოვანია და საჭიროა მოქალაქეების ფართო ფენების ინფორმირება. ახალგაზრდებმა „კახეთის ხმის“ საინფორმაციო პორტალზე განთავსებულ სტატიებსა და მედია მასალებზეც გაამახვილეს ყურადღება და თვითმმართველობაში აქტიური ჩართულობის სურვილი გამოხატეს.
საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ პროექტის „რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით.“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც GIZ-ის (Deutsche Gesellschaft fürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.