ახალი ამბები

სამბოს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ახმეტელმა გოგონამ ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს სამბოს ფედერაციაში აცხადებენ, რომ ელისო სისაური ახალგაზრდები 68 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

,,ჩემპიონატის პირველივე დღეს, საქართველოს ნაკრების 6 სამბისტიდან ხუთმა 2 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს და 1 ოქროს მედალი მოიპოვა. მათ შორის წარმატებით იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიგო ელისო სისაურმა”,– განაცხადეს საქართველოს სამბოს ფედერაციაში.