ახალი ამბები

ახალი ამბები

აჯი გასანოვის მორიგი სასამართლო სხდომა 13 მაისს გაიმართება

სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები აჯი გასანოვის სასამართლო სხდომა, რომელმაც ცოლის შეურაცხყოფის გამო, თანასოფლელ აფკან გუსეინოვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, 13 მაისამდე გადაიდო.

Read More
ახალი ამბები

თელავის გამგეობაში კონკურსანტებთან გასაუბრება მიმდინარეობს

ამ წუთებში თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კონკურსანტებთან გასაუბრების ეტაპი მიმდინარეობს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, უწყების მიერ 46 ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში ტესტირების ეტაპი და მინიმალური ზღვარი 57-მა კონკურსანტმა გადალახა. 

Read More
ახალი ამბები

რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის საქართველომ 5 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო

რეგიონებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის საქართველომ 5 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. 

Read More
ახალი ამბები

პრეზიდენტმა პრემიერის სიას ხელი არ მოაწერა და მთავრობას ერთი კვირიანი ვადა მისცა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება , რომ მთავრობა ფროსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს.

Read More
ახალი ამბები

საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს

საგარეჯოს რაიონში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში შუალედური არჩევნები აპრილში ან ოქტომბერში იმართება. 

Read More
ახალი ამბები

საგარეჯოში კუსტარულად მოწყობილი სანახშირე აღმოაჩინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, კუსტარულად მოწყობილი სანახშირე აღმოაჩინეს. 

Read More
ახალი ამბები

თელავში საგზაო წესების დაცვის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

თელავში დაიწყო კამპანია – “ნუ შექმნი საფრთხეს, დაიცავი საგზაო წესები“, რომელსაც ფონდი “პარტნიორობა უსაფრთხო გზებისთვის”, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

Read More
ახალი ამბები

ყვარელში 19 წლის ახალგაზრდას ეძებენ

ყვარელში 19 წლის გიორგი მამულაშვილს პოლიცია ეძებს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან 27 აპრილს, თბილისში წასვლის მიზნით გავიდა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება:

Read More
ახალი ამბები

შაშიანის საჯარო სკოლას რადიომაუწყებლობა ექნება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლას საკუთარი რადიომაუწყებლობა ექნება. სკოლისათვის რადიომაუწყებლობის შექმნის იდეა ეკუთვნის ამავე სკოლის მოსწავლეს რომან გამხიტაშვილს, რომელიც თავად იქნება რადიოწამყვანი და მან 30-მდე თანატოლთან ერთად პროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა. 

Read More
ახალი ამბები

გურჯაანში პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ

ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე, მცხოვრები კობიაშვილების ოჯახი პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი გუშინ გამთენიისას მოხდა. ზვიად კობიაშვილსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება ავტომანქანის დოკუმენტების მოთხოვნის შემდეგ დაიწყო.

Read More