საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს
კერძოდ, თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმავე წლის ოქტომბერში იმართება, ხოლო თუ უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა, მაშინ − უახლოეს აპრილში.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა ნიშნავს.
შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად წარადგინა.
იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილ თინა ხიდაშელს ნდობას გამოუცხადებს, საგარეჯოს რაიონში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.