ახალი ამბები

ახალი ამბები

წელს საქართველოში 1-1,1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა

წელს საქართველოში 1 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა. ექსპერტებისთვის ეს მაჩვენებელი მოულოდნელი არ ყოფილა გამომდინარე იქიდან, რომ ინვესტიციების შემომტანი თანაინვესტირების ფონდი აქტიური არ არის. მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი კრედიტები კი სასურველ საინვესტიციო ამინდს ვერ ქმნის.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ-სთან მიმართებაში 6,2% იქნება. შესაბამისად, “რეზონანსის“ გათვლებით, 2014 წელს ქვეყანაში დაახლოებით 1-1,1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა, ანუ მაქსიმუმ 180 მილიონი დოლარით მეტი. შარშანდელთან შედარებით. 2013 წლის საინვესტიციო მონაგარი 914 მილიონი დოლარია.

Read More
ახალი ამბები

სსიპ დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი და სათემო განვითარების ცენტრი

2013 წლის 9 ივნისს, 12.00 სთ-ზე, ქ. თელავში, მედია-კაფეში

გ ი წ ვ ე ვ თ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის პრეზენტაციაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სსიპ „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის“ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ეფექტური და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის შექმნა.

Read More
ახალი ამბები

საქველმოქმედო აქცია “კეთილსოფელი” სოციალურად დაუცველთათვის

2013 წლის 12 ივნისს ვაჟა–ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი. კონცერტის მსვლელობისას შეგროვილი შემოწირულობა მოხმარდება თელავის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. აღნიშნული ტურნე კახეთში 10 ივნისს სიღნაღიდან იწყება, აქციის კიდევ ერთი მიზანია აშენდეს სოფელი სადაც, სოციალურად დაუცველი ოჯახები იცხოვრებენ, მათ ამ სოფელში აშენებული სახლები უსასყიდლოდ გადაეცემათ.
კონცერტში მონაწილეობენ:
1. ნიკოლშოუ
2. ფრანი
3. თბილისი
4. ვერიკო ტურაშვილი
5. გიორგი დათიაშვილი
6. გიორგი სუხიტაშვილი 
7. დები გოგოჭურები
8. დები ზვიადაურები
9. მარიამ ელიეშვილი
10. ოთო ბერიშვილი
11. მებაღე
12. ნიკა ნორიელი
13. ანსამბლი – ბარძიმი
14. ანსამბლი – თეატრონი

თელავში კონცერტის ოფიციალური პარტნიორია, მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხოლო საინფორმაციო მხარდამჭერები: გაზეთი კახეთის ხმა და kakhetinews.ge 

Read More
ახალი ამბები

მამა ილიას დასახმარებელ კონცერტზე 2500 ლარი შეგროვდა

 

29 ივლისს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა საქველმოქმედო საღამო.
საქველმოქმედო საღამო მამა ილია ჩიკვაიძის დასახმარებლად ჩატარდა.
საღამოში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან მოწვეული სტუმრები. საღამო ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
29 ივლისს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა საქველმოქმედო საღამო. საქველმოქმედო საღამო მამა ილია ჩიკვაიძის დასახმარებლად . საღამოში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან მოწვეული სტუმრები. საღამო ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სარამოს განმავლობაში 2500 ლარი შეგროვდა.
Read More
ახალი ამბები

საახალწლო იუმორისტული საღამო თელავის მედია კაფეში

წინასაახალწლო დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახალისო, მხიარული და ბედნიერი განწყობილების შექმნა. ამიტომ ყველას, ვისაც გიყვართ სიცილი და იუმორი, ხვალ, 17:00 საათზე “მედია–კაფეში” სოსო მიქელაძე წარმოგიდგენთ იუმორისტულ–მუსიკალურ საღამოს სახელწოდებით „ცოდნა არცოდნა“ („კახური იუმორი “).
პროგრამაში ავტორის მიერ შეტანილია სულ ახლახანს დაწერილი იუმორისტული მონოლოგები, სკეჩები, ნაცნობი სიმღერები და მრავალი სახალისო რამ.
მის: თელავი, ერეკლე მეორის გამზირი # 4
თელავის მედია კაფე. ტელ: 27 28 03

Read More
ახალი ამბები

ვის ეშინია ფემინიზმის – ლელა გაფრინდაშვილისა და დავით გაბუნიას საჯარო ლექციები თელავის მედია კაფეში

,,ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი“ იწყებს საჯარო ლექციების ციკლს თელავში. პროექტის ფარგლებში 8 საჯარო ლექცია ჩატარდება, რომელთა საერთო სახელწოდებაა “ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში”. პროექტის მიზანია თანასწორობის იდეის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ლექციები ჩატარდება 14 და 15 აპრილს, 14:00 საათზე, თელავის მედია კაფეში.

Read More
ახალი ამბები

კავკასიური ვაზის ჯიშების გენოფონდის გადასარჩენად მეურნეობა შექმნება

პატრიარქის ინიციატივით, მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო ცენტრი ფუძნდება. ინფორმაციას ,,bpn” ავრცელებს. ცენტრის შექმნის შესახებ წესდებას ხელი დღეს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და ექვსი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელებმა მოაწერეს.

პატრიარქთან გამართულ შეხვედრაზე ტექნიკური უნივერსიტეტის, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის, ბათუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორები იმყოფებოდნენ; ასევე მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოღვაწე ცნობილი მეცნიერები.

Read More