საქველმოქმედო აქცია “კეთილსოფელი” სოციალურად დაუცველთათვის
2013 წლის 12 ივნისს ვაჟა–ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი. კონცერტის მსვლელობისას შეგროვილი შემოწირულობა მოხმარდება თელავის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. აღნიშნული ტურნე კახეთში 10 ივნისს სიღნაღიდან იწყება, აქციის კიდევ ერთი მიზანია აშენდეს სოფელი სადაც, სოციალურად დაუცველი ოჯახები იცხოვრებენ, მათ ამ სოფელში აშენებული სახლები უსასყიდლოდ გადაეცემათ.
კონცერტში მონაწილეობენ:
1. ნიკოლშოუ
2. ფრანი
3. თბილისი
4. ვერიკო ტურაშვილი
5. გიორგი დათიაშვილი
6. გიორგი სუხიტაშვილი
7. დები გოგოჭურები
8. დები ზვიადაურები
9. მარიამ ელიეშვილი
10. ოთო ბერიშვილი
11. მებაღე
12. ნიკა ნორიელი
13. ანსამბლი – ბარძიმი
14. ანსამბლი – თეატრონი
თელავში კონცერტის ოფიციალური პარტნიორია, მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხოლო საინფორმაციო მხარდამჭერები: გაზეთი კახეთის ხმა და kakhetinews.ge