უცხოელებს შესაძლოა ჩამოერთვათ ის მიწები, რომლებსაც არ ამუშავებენ
თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები არ აითვისებენ მათ საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, არ გამოვრიცხავთ, რომ დავავალდებულოთ გაასხვისონ, – განაცხადა აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში ბიზნესომბუდსმენთან, ბანკების ხელმძღვანელ პირებთან და ბანკების ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
Read More