საგარეჯოში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება
სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. როგორც knews.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.
“გამანაწილებლების რეაბილიტაციის შედეგად გაუმჯობესდება წყლის მიწოდება და რეგულარულად მოირწყვება სოფლების – ნინოწმინდას, გიორგიწმინდას და ქ.საგარეჯოს 730 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. პროექტის ფარგლებში, სარემონტო სამუშაოები უტარდება მაგისტრალური არხის გამანაწილებლებს, კერძოდ, გ-1-დან გ-8-მდე მონაკვეთებს; ეწყობა სხვადასხვა დიამეტრის ფოლადის მილები; მიმდინარეობს მილხიდებისა და წყალგამშვები ხიდების აღდგენითი სამუშაოები”, – განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.