2017 წელს, კახეთში, ოჯახში ძალადობის 193 ფაქტი დაფიქსირდა
2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ოჯახში ძალადობის 2192 შემთხვევა მოხდა, რომელთაგან 73% გახსნილია. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კახეთის რეგიონში ოჯახში ძალადობის 193 ფაქტი დაფიქსირდა.
„კახეთში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე მკვლელობის 1, ჯანმრთელობის დაზინების 7 და სხვა სახის ძალადობის 193 ფაქტი დაფიქსირდა. ოჯახში მომხდარი დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში გამოვლინდა“, – განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.