ახალი ამბები

შოთა ნარეკლიშვილი – თელავში მაწანწალა ძაღლების პრობლემა მოგვარდება

შოთა ნარეკლიშვილის თქმით, დაგეგმილია ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის აშენება, მანამდე კი მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას, ტენდერის გამოცხადებას და ცხოველების აცრას გეგმავს. ნარეკლიშვილის ინფორმაციით, აცრილი ძაღლების დიდი ნაწილი ქალაქში დაბრუნდება, ნაწილს კი თავშესაფრებში გადაანაწილებენ. 
,,იგეგმება ცხოველების რეგიონული თავშესაფრის გახსნა, რაზეც სხვა მუნიციპალუიტეტების მერებთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. სანამ თავშესაფარი აშენდება, ჩვენ ვგეგმავთ მანამდე გამოვაცხადოთ ტენდერი, გამოვყოთ თანხა და ეს უსახლკარო ძაღლები ქალაქიდან გავიყვანოთ. ძაღლებს ჩაუტარდებათ სტერილიზაცია, აცრები, ექნებათ საყურე ნიშანი და ისინი, რომლებიც იქნებიან ჯანმრთელი და ნაკლებად საშიში ადამიანებისთვის, დავაბრუნებთ ქალაქში და გავუშვებთ. ნაწილს კი თავშესაფრებში მოვათავსებთ, რომელიც იქნება ევროსტანდარტების შესაბამისი. თავშესაფრებში ცხოველებს უმკურნალებენ და აცრიან’’, – განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.