კახურმა ღვინოებმა კოპენჰაგენში ღვინის გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა
ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ,,მეღვინეობა ვაზიანის’’, ,,ბრუალე/ქაპ ჯორჯიას’’, ,,მოსმიერის’’ და ,,წინანდლის ძველი მარანის“ ღვინო. როგორც Knews.ge-ს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ განუცხადა, საქართველო აღნიშნულ გამოფენაში პირველად მონაწილეობდა, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და დივერსიფიკაციის მიზნით. გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაციაც მოეწყო.
,,გამოფენას 200-მდე მცირე და საშუალო იმპორტიორი ეწვია. მის ფარგლებში ასევე გაიმართა სემინარი დანიაში ღვინის იმპორტის სპეციფიკის თაობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის. გამოფენაში ღვინის სულ 25-მდე მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა, რომელთა დიდი ნაწილი იყო იტალიდან და საფრანგეთიდან, ღვინის მწარმოებლები ასევე წარმოდგენილები იყვნენ ევროპის სხვა ქვეყნებიდან. საქართველო აღნიშნულ გამოფენაში პირველად მონაწილეობდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და დივერსიფიკაციისთვის”, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სამანიშვილმა.