ფერმერთა ასოციაცია– კერძო სექტორი პროფესიონალი კადრების სიმცირეს განიცდის
საქართველოს სოფლისმეურნეობის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს(SDC) მხარდაჭერით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით მიმდინარეობს პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ (სდს), რომლის დანერგვა 2016 წლიდან მეცხოველეობისა და მეხილეობის მიმართულებით ხორციელდება. პროფესიული განათლების ახალი მოდელი (სდს) წარმოადგენს სწავლის პროცესს, რომელიც თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ინტეგრირებით ხორციელდება სასწავლებელში და რეალური სამუშაოს შესრულების დროს – ფერმერულ მეურნეობაში.
Read More